ჩვენს შესახებ ღონისძიებები ფოტო გალერეა ვიდეო სიახლეები სტატიები კონტაქტები თვითშეფასება
ვიქტორინები (მე-4, მე-3 და მე-2 კლასში) - 2011-06-30
2010 წლის 25 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა მათემეტიკური ვიქტორინა სახელწოდებით "თაობელი მათემეტიკოსები"(ხელმძღვანელი შორენა გურგენიძე) , რომელშიც მონაწილეობდნენ მე-3 კლასელები. ვიქტორინას ესწრებოდნენ : დირექტორი: ომარ მიქელაძე, ჟიურის წევრები ირმა თავდიშვილი და ლია ძველაია, მასწავლებლები: ირმა ლომთათიძე, მაია ქევანიშვილი, ნანა აბუსელიძე. ასევე ესწრებოდნენ მშობლებიც.
კლასი გაიყო ორ გუნდად: ვირტუოზებისა და გენიოსების გუნდად. თოთოეულ გუნდში ხუთ-ხუთი მოსწავლე იყო. გუნდებმა აირჩიეს კაპიტანები.
ვიქტორინაში გამოყენებული იქნა მათემეტიკური თვასაჩინოებები, სახალისო მაგალითები, ლოგიკური ამოცანები, კროსვორდი.
ვიქტორინა ათი რაუნდისაგან შედგებოდა. თოთოუელი რაუნდი ქულებით ფასდებოდა. მსვლელობა მიმდინარეობდა ხალისით, აზარტით. თოთოეული გუნდი გამარჯვებისათვის იბრძოდა, მაგრამ გამარჯვება ღირსეულად ხვდათ წილად - "გენიოსებს" ანგარიშით 21-18-ით.
სკოლის დირექციამ გამარჯვებული გუნდი სიგელით დააჯილდოვა.
                  "გენიოსები":                                                                         "ვირტუოზები"
გუნდის კაპიტანი - ლელა მურადიშვილი                  გუნდის კაპიტანი - ანა მუსერიძე
                                                ნინო მალაყმაძე                                                     ნანა შავლიძე
                                                ქეთი დავითაძე                                                    ქეთი მამალაძე
                                                ლუკა დავითაძე                                                   ია მექვაბიშვილი
                                                ირაკლი კოსტავა                                                   თემური ქარცივაძე
 
 
 
2010 წლის დეკემბერში  მე-4 კლასში გაიმართა ინტელექტუალური და მხიარული შეჯიბრება ქართულ ენაში, თემაზე "ჩვენ გვიყვარს მშობლიური ენა". (ხელმძღვენელი ი. ლომთათიძე).
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები "არწივი" და "მერცხალი".
ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა იყო მშობლირი ენისადმი მიძღვნილი სადიდებელი სიტყვები, ცნობილი გამონათქვამები ქართულ ენაზე, ამონარიდები პოეზიიდან, გონებამახვილი შეკითხვები, კროსვორდები, რებუსები, აფორიზმები და მხიარული შეჯიბრებები. პატარები აქტიურად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რითაც სტუმრები აღაფრთოვენეს.
გამარჯვებულებს (გუნდ "არწივის" წევრებს) გადაეცათ სიგელი.
ღონისძიებიას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, რომელთაც დადებითად შეაფასეს ბავშვების აქტიურობა და წარმატებები.
 
 
 
მხიარული ვიქტორინა ჩატარდა მე-2 კლასშიც. ვიქტორინის თემა იყო: ,, ჩვენ გვიყვარს სკოლა", რომელშიც მონაწილეობდა 15 ბავშვი.
წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რაუნდები, რომლებიც შეიცავდა ყველა იმ საგანს, რომელსაც ისინი სწავლობენ (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ინგლისური) და მხიარული სტარტები.
ღონისძიება ძალიან სახალისო და შთამბეჭდავი იყო. ბავშვებმა გამოავლინეს თითოეული საგნის ღრმა ცოდნა, სისხარტე და აქტიურობა.
გამარჯვებული გუნდის "პირატები"-ს მონაწილეები დირექციამ სიგელითა და საახალწლო კონცერტის ბილეთებით დაასაჩუქრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ  დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.
სიახლეები
ვულოცავთ!
აჭარის ავტონომიური რესპუბლისკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2015 წლის 14 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით ჩატარდა საგნობრივი ოლიმპიადის (დასკვნითი) ტური.  ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლემ ლევან კარანაძემ
ვულოცავთ კურსდამთავრებულებს!
სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალი აიღო: 1. ლუკა დუმბაძე 2.მარიამ ბასილაია 3.სულხან მიქელაძე 4. ლევან კარანაძე. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს. 
ყურადღება!
ყურადღება! შპს თაობა - XXI  2015-2016 სასწავლო წელს დაიწყებს ახალ მისამართზე: შერიფ ხიმშიაშვილის 30/ა (ახალი ბულვარის ბოლო). ტელ: 577796176